ჩვენს შესახებ

1/4

ააიპ “INER Georgia   ( Institut für Natürliche Empfänisregelung Dr. Rötzer– ი. როცერის სახ. ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების ინსტიტუტი)  დაარსდა 2002 წელს ქ. ქუთაისში და აქტიურად თანამშრომლობს INER Italia-ს (ვერონა) ცენტრთან, რომელიც ახდენს ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდის პროფესიონალი  პედაგოგების სერტიფიცირება /კვალიფიკაციას.  

 

პროფესიონალთა მცირე გუნდი, რომლებსაც აერთიანებთ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული საერთო იდეები და მიზნები, კერძოდ ოჯახების მხარდაჭერა: სოციალური, საგანმანათლებლო სერვისებით და იურიდიული კონსულტაციით.  საქმიანობა ძირითადად მიმართულია ქრისტიანი წყვილების ცოლქმრული კავშირის განმტკიცებისთვის,  ახალი სიცოცხლის აბორტისგან დაცვა მუცლად ყოფნის პერიოდში, დედათა და ჩვილ ბავშვთა მხარდაჭერა. 

 

რას ვსაქმიანობთ 

 

ორგანიზაცია არაერთ საინტერესო პროექტს და პროგრამას ანხორციელებს: მსურველებს აცნობს და ასწავლის შობადობის ბუნებრივი რეგულირების (ი. როცერის სიმპტო თერმულ) მეთოდს. ვეხმარებით ქალს ან წყვილს გაეცნოს საკუთარ  ფიზიოლოგიურ რითმს, შეიცნოს ფერტილურობის (ნაყოფიერების) ნიშნები და მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია როცერის მითითებების მიხედვით. რითაც შეისწავლიან არა მარტო მეთოდის ტექნიკას, არამედ  შეიცნობენ ურთიერთობის გზას, რომელიც აძლიერებს მათი  სიყვარულის და ერთგულების კავშირს, აღმოაჩენინებს ქალის და მამაკაცის სექსუალურ იდენტობას.

 

ჩართულნი ვართ დასაქორწინებელ წყვილებთან შეხვედრებში ჯვრისწერისთვის  მომზადების პერიოდში. მათ გვერდით ვართ ქორწინებაში და ვეხმარებით ოჯახის ღრმა ქრისტიანული ჭეშმარიტების შეცნობაში და ახალი სიცოცხლის პასუხისმგებლობით მიღებაში.

 

მოზარდებთან და  ახალგაზრდებთან ვსაუბრობთ სქესობრივ ემოციონალურ აღზრდაზე; გრძნობებზე, სიყვარულზე და სექსუალობაზე, რათა მთლიანობაში განვიხილოთ პიროვნება მთელი მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ურთიერთობითი და სულიერი მხარეებით.

 

ცენტრი დახმარებას უწევს ჩვილბავშვიან, მარტოხელა, მრავალშვილიან დედებს; პერიოდულად ხორციელდება პროექტი „პროფესიული გადამზადების კურსები ბენეფიციარი ოჯხებისათვის“.

ორგანიზაცია გაწევრიანებულია არასამთავრობო ორგანიზაციის საკოორდინაციო ქსელში და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სერვის-ცენტრებთან. ჩართულია მერიის მიერ ინიცირებული "გადაუდებელი დახმარების პროგრამაში".

 

პროექტები

ახალი პროექტი, რომელსაც 2021წლის სექტემბრიდან INER-Georgia განახორციელებს, ახალი სიცოცხლის მომლოდინე ქალბატონებს უსასყიდლოდ შესთავაზებს დამატებით ლაბორატორიულ კვლევას, ექოსკოპიას და მედიკამენტებს.

241639120_4486960291367484_5050404340727583991_n.jpg

ჩვენი მეგობრები: