ბუნებრივი მეთოდი

 

      პირველად ეს ტერმინი XX სკ-ის დასაწყისში გამოიყენეს, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალის ნაყოფიერების განმსაზღვრელი ფაქტორი - ოვულაცია. მეთოდებსაც უწოდეს ოვულაციის მეთოდები, რადგანაც ოვულაციის მომენტზე დაყრდნობით ისინი ხსნიდნენ ქალის ფერტილურ ანუ ნაყოფიერ დღეებს. ოვულაცია პროცესია, როცა კვერცხუჯრედის შემცვლელი ფოლიკულა სკდება და საკვერცხეს სცილდება, ეს ერთ დღეს ხდება და ამდენად ოვულაცია ერთ გარკვეულ დღეს მიდმინარეობს, მაგრამ ვინაიდან მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ უცნობია ეს დღე, სავარაუდოდ, ფერტილურ პერიოდს უწოდეს ოვულატორული პერიოდი. და ამ მეცნიერულმა აღმოაჩენამ ხელი შეუწყო, რომ  წყვილს ოვულატორული პერიოდი გამოეყენებინათ, როგორც ჩასახვის თავიდან ასაცილებლად, ასევე პირიქით, სასურველი ორსულობის მისაღწევად. ეს კი მათი მხრიდან იმ შეგნებითა და პასუხისმგებლობით უნდა შესრულდეს, რაც საფუძვლად დაედო ამ ახალ ცოდნას. დღეს უკვე კაცთა წარმოშობა აღარ შეიძლება შემთხვევით მოვლენებს მივანდოთ,  ცივილიზაცია მიისწრაფვის სასურველი, შეგნებული-მოვალეობით მიღებული შვილთა ყოლისკენ. თუკი ადრე ბუნებრივი მეთოდები უმეტესად დიაგნოსტიკურ ხასიათს ატარებდა, დღეს უკვე ისინი განსაზღვრავენ მეუღლეთა ცხოვრების სტილს და მათ არჩევანს გარკვეული მოტივაციები განსაზღვრავენ, კონტრაცეფტივებისაგან განსახვავებით.
   ეს ჭეშმარიტი და ღრმა მოტივებია, რაც ქალს და საერთოდ ცოლ-ქმარს, ერთგულს ხდის გაკეთებული არჩევანის მიმართ. მათი შეცნობა აუცილებელია, ვისაც სურს, რომ სერიოზულად ჩაწვდეს ამ პრობლემას.
ცხადია, ბუნებრივი მეთოდების მოტივები მრავალგვარია და სხვადასხვაგვარია მისი არჩევანის ინდივიდუალური მიდგომაც. ყველა მოტივაციას თავისი მნიშვნელობა გააჩნია. ესენია მორალური, დემოგრაფიული, რელიგიური, ეთიკური, ბიოლოგიური სამედიცინო, სექსოლოგიური სახის მოტივაციები.
  პასუხისმგებლობის გრძნობით მიდგომა ბავშვის ჩასახვაზე - ეს ყოველი წყვილისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი წყვილი შესაფერის გადაწყვეტილებისა თუ არჩევანის ძიებაში დიდ სირთულეებს აწყდება და დაბნეულია. მაშინ, როცა ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება თავად ადამიანის ბუნების, მისი სხეულის შეცნობაში მოიძებნოს: მამაკაცი ყოველთვის ნაყოფიერეია, ხოლო ქალი პერიოდულად. 
  ისმის ერთი კითხვა: შეიძლია თუ არა ქალს თავად განსაზღვროს  საკუთარი ნაყოფიერი და უნაყოფო დღეები და რა გზით?
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩასახვის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდები, ანუ ოვულაციის, ტემპერატურისა და სიმპტო-თერმული მეთოდები, რომლებიც აგებულია ქალის ნაყოფიერების რიტმის მეცნიერულ კვლევა-ძიებაზე.
    ბუნებრივი მეთოდების შესასწავლად აუცილებელია ვიცოდეთ:
•   როგორ მიდის ქალის ყოველთვიური ციკლი და რა ნიშნები ახასიათებს მას.
•  შეისწავლოთ და განსაზღვროთ ნაყოფიერი და უნაყოფო პერიოდი ციკლის განმავლობაში
• გაითვალისწინონ ჩასახვის შესაძლებლობა და მიმართონ სქესობრივ თავშეკავებას ნაყოფიერ პრიოდში, თუკი გასაგები მიზეზების გამო არ სურთ ორსულობა. 

 ჩასახვის ბუნებრივი მეთოდი ცოლ-ქმარს საკუთარი სქესობრივი სიახლოვისადმი პასუხისმგებლობას აკისრებს, რამდენადაც ისინი ახალ სიცოცხლესთან კავშირში დგებიან. ამ მეთოდს ეკოლოგიურსაც უწოდებენ, ვინაიდან პასუხობს ირგვლივ არსებული პირობების დაცვას და ქალის ჯანმრთელობას. ბუნებრივი მეთოდი ეს არ არის უბრალოდ მეთოდი. ეს ცხოვრების სტილია, ვინაიდან მისი დახმარებით სხვაგვარად განეწყობა წყვილი ახალი სიცოცხლის მიმართ, ადამიანის ღირსების მიმართ, ის ხომ განსაკუთრებულ სამზადისს და სურვილი-ჟინის კონტროლს მოითხოვს.

   რა თქმა უნდა, თუ წყვილი თავშეკავებას ვერ აღწევს და ნაყოფიერ პერიოდში სიახლოვის დროს იღებს ანტიჩასახვის აბებს, ცხადია, ვერ იტყვის, რომ ბუნებირვ მეთოდს იყენებს.
   ცოლქმრული სიახლოვიდან პერიოდული თავშეკავება სრულიადაც არ არის რთული რამ, განსაკუთრებით მეთოდის მომხმარების დასაწყისში. დროებითი უარი სიამოვნებაზე ნამდვილად არ ანადგურებს ცოლქმრულ სიყვარულს, პირიქით, ურთიერთგაგება და პატივისცემა მას ამდიდრებს ახალ-ახალ ღირსებებით: ზემოქმედებს ორივე მეუღლის სულიერ განვითარებაზე, აღვივებს ორმხრივ პატივისცემას და აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას. ამ დროს, თავშეკავების პრიოდში, მეუღლეები ეჩვევიან  ერთმანეთში საუბარს საკუთარ პრობლემებზე, რაც მათ სიყვარულს და მეგობრობას ამტკიცებს ხშირად ხდება ცხოვრებაში, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთობლივი ცხოვრების ამაოებასი მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობით შემოიფარგლონ, რაც ყოფით საკითხებს ეხება და უფრო ღრმა და ღირებული, გულგახსნილი საუბარი ერთმანეთთან მივიწყებულია. ეს შეუმჩნევლად ასუსტებს და ანელებს ორმხრივ გრძნობებს.
  სიმპტო-თერმული მეთოდი მოითხოვს განსაკუთრებულ ძალას, რომ შეიცნონ და სისტემატურად აწარმოონ დაკვირვება. მხოლოდ დრო და დრო ის იქცევა ჩვევად. მეთოდი ქალს დაეხმარება უკეთ გაუგონ ტავისი სხეულისა და მენსტრუაციული ციკლის დროს სხვადასხვა პერიოდში გრძნობებისა და განწყობილების ცვალებადობა.

 

ამ გზაზე მარტო არ მიდიხართ, არამედ გბმ-ს მასწავლებელთან ერთად, რომელიც თქვენს გვერდით იქნება სწავლების სხვადასხვა ფაზაში, როგორც პერსონალურად ასევე წყვილში. 

დაგვიკავშირდით: 0431 24 56 75