მეთოდი:

ავსტრიელი ექიმი, პროფ. იოსეფ როცერი, პირველმა შეიმუშავა ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების სიმპტო-თერმული მეთოდი; მასში კომბინირებულია ქალის ფერტილურობის ნიშან-სიმპტომები და სხეულის ბაზალური ტემპერატურა. როცერი 50 წლის მანძილზე იკვლევდა ქალის მენსტრუალურ ციკლს და ნეირობიოლოგიასთან მის კავშირებს. თავისი ცოდნას ყოველდღიურ პრაქტიკაში გადმოსცემდა იმ ქალბატონებთან და წყვილებთან, რომლებიც ეძებდნენ ორსულობას  ან ცდილობდნენ მის გადავადებას და ეს ყველაფერი ადამიანის ბუნებრივი რიტმების პატივსიცემით. პროფ. როცერმა დაარსა ’განაყოფიერების ბუნებრივი რეგულირების ინსტიტუტი (Institut für Natürliche Empfängnisregelung (INER), რომლის ცენტრიც ქ. ფოკლაბრუკში (ავსტრია)  მდებარეობს, ამჟამად ინსიტუტს მისი ქალიშვილი, ელისაბედ როცერი ხელმძღვანელობს.