სიყვარულის სამყარო:

“სქესობრივი აღზრდა” ეს არის თემა, რომელიც საქართველოს განათლების სასკოლო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის და ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. აქედან გამომდინარე მოზარდებს საკუთარი თავის შეცნობა, ფიზიკური მომწიფების, მისწრაფებებში და გრძნობებში გარკვევის შესაძლებლობა, მხოლოდ შემთხვევითი ინფორმაციის მიღების დონეზე შეუძლიათ. 

            შეხვედრების პროგრამა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მომზადებული, კარგი პირობაა იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა იმ ცვლილებას, სიხარულსა და გულისტკივილს, რასაც ადგილი აქვს ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ფაზაში. ამ მიზნისკენ არა მხოლოდ აღსაზრდელი, არამედ თავად აღმზრდელიც უნდა წავიდეს, რომელიც პირველად ამოცანად ისახავს გოგონას და ბიჭის დახმარებას თვითშეცნობაში.

  • შეხვედრების მიზანია გავაძლიეროთ ახალგაზრდებში ის ცოდნა, რის საფუძველზეც შეგნებით მიიღებენ თავიანთ სექსუალობას და მოახდენენ იმ სირთულეების პრევენციას, რასაც ამ ასაკში ბუნებრივად ხვდებიან და რასაც საზოგადოება სთავაზობს მათ. 

  • გააცნობიერონ, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მეტად იმსახურებს პატივისცემას, რომ იგი განუმეორებელი და გაუთიშავია თავის 5 ასპექტში (ფიზიკური, ემოციური, სოციალური, რაციონალური და ტრანსცენდენტული);  

  • სექსუალობა სრულად მოიცავს პიროვნებას: იგი მხოლოდ ფიზიკურ სფეროს არ უკავშირდება.

  • მშობლების თავიანთი შვილების პირველი აღმზრდელები არიან სქესობრივი აღაზრდის კუთხით.

  • ახალგაზრდებს სჭირდებათ ინფორმფაცია, ორიენტაცია, მოტივაცია და მხარდაჭერა.

1.   “საკუთარი თავის აღმოჩენა"
      სიყმაწვილე ცხოვრების ის სეზონია, როცა ყალიბდება ახალი ადამიანი, მამაკაცი და ქალი. მოზარდობის ასაკი პუბერტულ და ზრდასრულ ასაკს შორის სიახლეების აღმოჩენის დროა.  მოზარდებთან ერთად უნდა გავიზიაროთ ფუნდამენტური კითხვები და დავეხმაროთ მათ უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი, თუ როგორ იცვლება ამ პერიოდში არა მხოლოდ მათი სხეული, არამედ მათი სოციალური, ემოციონალური, ფსიქოლოგიური, ზნეობრივი ცხოვრება. 
 

2.  “ჩემი სხეული: ასე ვარ შექმნილი”
      ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით უნდა შევაჩეროთ სექსუალობაზე, იგი  უნდა შევაფასოთ ეთიკურად გამყარებული სწავლებით, რომელიც შეგვაცნობს მამაკაცისა და ქალის პიროვნების მთლიანობას, მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სულიერი, ემოციონალური და სოციალური ასპექტებით. დავეხმაროთ მოზარდებს, რომ ადექვატურად შეიცნონ საკუთარი თავი, რომლის მიზანიც არის ამ პერიოდში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების მიღება და არა ატანა.

3.   “ჩემი სხეულის რიტმები” 

      არ არსებობს ზუსტად ერთნაირი ასაკი ყველა მოზრდილისთვის, რომელიც განსაზღვრავს გარდატეხის ასაკის დასაწყისს. ყველას თავისი ზრდის რიტმი აქვს, რომელიც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და გენეტიკურ, ბიოლოგიურ და გარემო პირობებზე, ფიზიკური ცვლილებები.ყველაზე საუკეთესოდ წარმოაჩენს ადამიანის პიროვნებას, მის ღირსებას და მის ისტორიას. 


4.     “სიყვარულის ნიჭი: ადამიანში” ყველაფერი მიმართულია სიყვარულისკენ”  

        საუბრები  შეეხება სიყვარულის, სექსუალობის, ემოციონალური ცხოვრების მორალურ ასპექტებს. პირად არჩევანს, რაც წინსვლის, მიზნის მიღწევისა და თვითრეალიზაციის საშუალებას გვაძლევს. გიყვარს  თავბრუდამხვევად და გრძნობ საჭიროებას, რომ დაინახო, მოისმინო, მის გარეშე ყოფნა არ შეგიძლია.  ახალგაზრდებმა, რომლებიც პირველად გადიან ამ გამოცდილებას, არ უნდა  დაკარგონ და დაივიწყონ  ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. 
 

5.      შიდსი, სგგდ-დაავადებები, ნარკომანია, ალკოჰოლი, თამბაქო
        რა არის შიდსი და როგორ გადადის აივ ვირუსი? როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან? რა ზიანს აყენებს ადამიანს ალკოჰოლი და თამბაქო?  აAმ კითხვებზე ახალგაზრდები სწორ პასუხებს მიიღებენ ექსპერტების მხრიდან და ერთად ისაუბრებენ ჯანსაღი  ცხოვრების  წესზე.

6.     “საუბრები მშობლებთან: მოზარდი ოჯახში, ჯგუფში, მეგობრებში”
       საუბრები გრადატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაზე. მოზარდში მიმდინარე ცვლილება მთელს ოჯახს მოიცავს, ყველა მის წევრზე ახდენს ზეგავლენას. 
       ემოციებში, გრძნობებსა და სიყვარულში უკეთ გაცნობიერება მათ აჩვენებს, რომ ცხოვრების ეს ასპექტები ყველა ამ ინგრედიენტს საჭიროებს, თუკი სიმშვიდით და წარმატებით ცხოვრება სურთ. 
 

         კურსი შედგება 7 თემატური შეხვედრისგან; თითოეული შეხვედრა გრძელდება 60-90წთ. Pპროგრამა დროში თანმიმდევრულად არის განაწილებული, რაც ხელს უწყობს არგუმენტების მთლიანობაში აღქმას. შეხვედრებს კიდევ უფრო სანტერესოს გახდის ჯგუფური მუშაობა, აუდიოვიზუალური მასალა, ტესტები. 

Mondo d'amore 2.jpeg
Mondo d'amore.jpeg