სიცოცხლის მარში

 “სიცოცხლის მარში” '-'ინიციატივა მეშვიდედ განხორციელდა ქ. ქუთაისში (ბოლო მარში 2019წ). ეს არის დიდი მობილიზაცია მშვიდობიანი მსვლელობის სახით, კეთილი ნების ადამიანთა ჩართულობით, ვინც მოწოდებულია ხმა აღიმაღლოს აბორტის წინააღმდეგ, სიცოცხლისა და ოჯახის უფლებების, ქრისტიანული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დასაცავად. 
   მარშის მიზანია ყველას მივაწვდინოთ ჯერარშობილის უხმო ყვირილი, რასაც საშინელი შედეგი მოსდევს აბორტის სახით. 
   მსოფლიოს 194 ქვეყნიდან 138 ქვეყანაში აბორტი - ემბრიონის სიცოცხლის ხელოვნური შეწყვეტა განსაკუთრებული ჩვენებების გარეშე კანონით აკრძალულია.     საქართველო, სადაც ყოველწლიურად 40 000-მდე ლეგალური და 4-ჯერ მეტი არალეგალური აბორტი კეთდება იმ 56 ქვეყანის რიცხვშია, სადაც აბორტი ყოველგვარი ჩვენებების გარეშე ნებადართულია ფეხმძიმობის 12 კვირამდე, განსაკუთრებული ჩვენებების დროს კი  22 კვირამდე. 
   კანონი ითვალისწინებს ქალის უფლებებს და ინტერესებს, მაგრამ არ ითვალისწინებს და არ იცავს მუცლად მყოფი ბავშვის სიცოცხლის უფლებას. რაც გაუმართლებელია არა მარტო მორალურად, არამედ შეუსაბამობაში მოდის ჩანასახის მემკვიდრული უფლებების კანონთან. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როცა ადამიანის მოკვდინება კანონის ფარგლებში ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები ჩანასახს მისი პირველი წუთებიდანვე ახალ სიცოცხლედ მიიჩნევენ, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე სამედიცინო ტერმინებით მოიხსენიებენ, რაც აადვილებს მასზე უარის თქმას. 
   კანონით დაშვებული აბორტი უფლებას აძლევს ერთ პიროვნებას (დედას) მოკლას მეორე (ბავშვი), თავისი პირადი პრობლემების მოგვარებისთვის.
  უნდა იქცეოდეს თუ არა ასე ცივილური საზოგადოება? 

სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში
სიცოცხლის მარში