ქალის რეპროდუქციული სისტემა

  ქალის რეპროდუქციული სისტემა შედგება გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებისაგან.

  გარეთა ორგანოებს მიეკუთვნება: დიდი სასირცხო ბაგეები, მცირე სასირცხო ბაგეები , ბოქვენი, ბართოლინის ჯირკვლები, სავნებო ანუ კლიტორი, კარიბჭის ბოლქვი.

  შიგნითა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება:

    • საშო

    • საშვილოსნო

    • კვერცხსავალი ანუ ფალოპიუსის მილები

    • საკვერცხეები

  •   საშო (ვაგინა) - იღებს პენისს სქესობრივი კავშირის დროს, ასრულებს მშობიარობის არხის როლს, ატარებს მენსტრუალურ დენას.

  • საშვილოსნო - ხელს უწყობს განვითარების საფეხურზე მყოფ ემბრიონს.

  • ფალოპის მილები - გადააქვს კვერცხუჯრედები საშვილოსნოში, ასრულებს განაყოფიერების უბნის როლს.

  • საკვერცხეები - წარმოქმნის და ავითარებს კვერცხუჯრედებს.

    ახალგაზრდა ასაკში აბორტების გახშირება ცხოვრების ისეთი სტილის არჩევანს უკავშირდება, რომელიც თავისუფალ ანუ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირების დამყარებაში გამოიხატება. თუმცა ნებისმიერი არჩევანის გაკეთებას ვარიანტების გაცნობიერება სჭირდება. სექსუალური განათლების უკმარისობა, რომელიც არასწორად აღიქმება და ჯერ კიდევ ტაბუდადებულია, წყვილებს შორის ურთიერთობას სპონტანურს ხდის. ბევრმა, ხომ ისიც არ იცის, როგორ წარმოიშვება ახალი სიცოცხლე, როგორია ქალის და მამაკაცის ნაყოფიერება, სექსუალობა, უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე აღიქმება. ასეთი განათლება საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ საკუთარი სხეული, გავერკვეთ ქალის და მამაკაცის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ემოციონალურ განსხვავებებში და მათ შემავსებელ მნიშვნელობაში. დავინახოთ, თუ რამდენად საინტერესოა ქალის შინაგანი მოწყობა. რომ მასში არსემობს ნაყოფიერების ბიოლობიური რითმი, რომლის ცოდნაც მას საშუალებას აძლევს მიაღწიოს ან გადაავადოს ორსულობა და ამით დაიცვას თავისი და მომავალი შვილის ჯანმრთელობა.

    შევიცნოთ ის საოცრება, რომელიც ჩასახვის მომენტში ხდევა. ცოდნა მოგვცემს საშუალებას შეგნებით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ახალი სიცოცხლის წარმოშობას, რომელიც ჩასახვის წუთიდანვე ცოცხალი ადამიანია.

        მოგვმართეთ ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით!