ახალგაზრდები

 

 

უნდა შეგვეძლოს ახალგაზრდების აღზრდა იმ მხრივ, რომ მათ დააფასონ და ყურადღება გამოიჩინონ საკუთარი სხეულის, საკუთარი იდენტურობის და საკუთარი გრძნობების მიმართ, უკეთ შეიცნონ ღვთის ჩანაფიქრი მამაკაცზე და დედაკაცზე და გააჩნდეთ სამართლიანი მოწიწება ყოველი სიცოცხლის მიმართ. ასეთი გახლავთ ფორმაციული კურსის მიერ შემოთავაზებული თემატიკა: “ახალგაზრდები: სიყვარული, ემოციონალურობა, სექსუალობა”, კურსი გამიზნულია მათთვის, ვისაც აკისრია აღმზრდელობითი მოვალეობა ახალგაზრდებთან, რათAა მათ ჩამოუყალიბდეთ მშვიდი და რეალური წარმოდგენა სიყვარულზე, ემოციონალურ და სექსუალურ მხარეზე. კურსში გათვალისწინებულია ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის გაცნობა და ბუნებრივი გზით ფერტილურობის რეგულირებაზე ცოდნის მიღება. 


აღმზრდელისთვის, სიყვარულის, სექსუალობის და ემოციონალურობის თემატიკა მოტივია დიდი გულისხმიერების, საზრუნავზე რომ არაფერი ვთქვათ. მშობლები ისეთი ახალ-ახალი ვითარებების წინაშე იმყოფებიან,  რასაც უკვე ვეღარ შეადარებენ თავიანთ ახალგაზრდულ გამოცდილებას და ვერც მიღებულ აღზრდას. მშობელთა ამჟამინდელი თაობას თავიანთ ახალგაზრდობაში არ ჰქონია ინტერნეტი, ტელეფონი ან ტელევიზორი   საკუთარ ოთახში. Aამდენად, ისინი მარტო უმკლავდებიან პასუხისმგებლობას იმ საზოგადოებაში, სადა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები  “ერთად ყოფნით” , ადრეული ასაკიდანვე, ბაძავენ მას, რაც მათ მასმედიის საშუალებით დაინახეს. 

ახალი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული იდეები უტრიალებთ გოგო-ბიჭებს ამ თემატიკასთან დაკავშირებით, რაც მათში უსუსურ იდენტურობას აღვივებს და არამყარ პიროვნებებად  აყალიბებს, ზოგჯერ იქამდეც კი მიდიან, რომ საკუთარ უმწეობას ძალადობრივი გზით გადმოსცემენ. ჩვენ სულ ახლახანს გავიგეთ ჩვენთვის უცნობი სიტყვის არსი “სტალკინგ”, ანუ პიროვნების მისამართით განხორციელებული შემტევი დევნა. ეს მოქმედება იბადება უსუსურობიდან, სიყვარულზე სრულიად მცდარი წარმოდგენიდან, რაც გამოწვეული ისეთი აღზრდიდან და გამოცდილებიდან, რამაც ხელი შეუშალა მოზარდს გაწონასწორებული ემოციონალური სიმწიფისათვის მიეღწია.

giovani-510x382.jpg