”ჭეშმარიტი სიყვარული ბნელ ღამეში განათებულ ფანჯარას ჰგავს. ჭეშმარიტი სიყვარული ანთებული სიმშვიდეა" (უნგარეტი).

 სექსუალობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წყვილში სრული ცხოვრების მისაღწევად; ის ჩვენი ადამიანური ურთიერთობების ნაწილია და წყვილს ერთმანეთთან ძლიერად აკავშირებს. სექსუალობა ურთიერთობის მნიშვნელოვანი რგოლი გახდება, თუკი მეორეს მიმართ  ძლიერ მუხტს განიცდი და გინდა გასცე და მიიღო  სიყვარული, რომელიც ამ სიტყვებს გათქმევინებს:  ”შენს გულს ანაბეჭდად დავედო (...), რადგან სიკვდილივით  ძლიერია სიყვარული ”.

      სიყვარული გამოიხატება გაცემაში, მიძღვნაში  და მიღებაში, ყოველივე ამის შესრულება ითხოვს არა მხოლოდ "გულწრფელობას", არამედ "ჭეშმარიტ" ნაბიჯებს, იმისათვის, რომ წყვილმა ნამდვილად აჩვენოს ერთმანეთისადმი თავშეწირვის ძალა.

       ფერტილურობის ბუნებრივი მეთოდის არჩევანი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ წყვილებს, ის გზაა, რომელიც ცოლქმრული სიყვარულის სავსეობაში და სილამაზეში შედის; ეს გავს ანბანის შესწავლას, სადაც ადამიანის სექსუალობის ფიზიოლოგია სწერია. მათ, ვინც უკვე გააკეთა ბუნებრივი მეთოდის არჩევანი, თავს ისე გრძნობს, როგორც "საკუთარ სახლში", რადგანაც ბუნებრივი მეთოდები წყვილის  გარემოში "ბინადრობენ".