Cerca
  • Lali Charkviani

კიბერდამოკიდებულება

Aggiornamento: mar 9

კიბერდამოკიდებულება, ანუ ინტერნეტზემოქმედება, არის ქცევითი დამოკიდებულების ახალი ფორმაა. კიბერდამოკიდებულება ტექნოლოგიის კიდევ ერთი სახეა, რომელიც ერთი მხრივ გვიადვილებს ცხოვრებას და მეორე მხრივ მძიმე ქცევით დარღვევებს იწვევს ადამიანურ ურთიერთობაში. ეს სინდრომი ფსიქოლოგებმა პირვლად 1994 წელს დააფიქსირეს და მოგვაწოდეს განმარტება: "ინტერნეტდამოკიდებულობისსინდრომიარისინტერნეტშიშესვლისაკვიატებულისურვილი - როცაიმყოფები OffLine-შიდაროცა OnLine ში ხარ არ შეგიძლია გამოხვიდე ინტერნეტიდან."

ლიტერატურაში აღწერილია კიბერდამოკიდებულების შემდეგი ფორმები:

-კიბერ-ურთიერთობითი დამოკიდებულება: ანუ ვებგვერდების, საიტების მეშვეობით ახალი ურთიერთობების დამყარება; ამან შეიძლება რეალობასთან კავშირი გაგვაწყვეტინოს და შეგვიყვანოს ფიქტიურ, იდეალიზებულ და ვირტუალუ რეალობაში;

-ნეტ-კომპულსიურობა: ობსესიურ- აკვიატებული კავშირი ვებ გვერდებთან, მათ შორის, პათოლოგიურ აზარტულ თამაშებთან, სავაჭრო ქსელებთან, რასაც შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს ფინანსური თვალსაზრისითაც;

- საინფორმაციო- გადატვირთვა: ონლაინით რიამე ინფორმაციის აკვიატებული ძიება

- კიბერსექსუალური-დამოკიდებულება: პორნოგრაფიული საიტების აკვიატებული გამოყენება , განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში

-კომპიუტერზე დამოკდიებულება: კომპიუტერის პათოლოგიური გამოყენება, რაშიც სუბიექტები აგებენ არარეალურ, გამოგონილ იდენტობას, ირგებენ სასურველ ნიღაბს. ამის საფუძველზე შეიძლება გამოვლინდეს დისოცირებული აშლილობები ან პიროვნების ის პროფილი, რასაც ურთიერთობების სირთულე ახასიათებს.

· რა საფრთხეებს შეიცავს ინტერნეტი ბავშვებისთვის?

· კონკრეტულად, რა სახიფათო ინფორმაცია შეიძლება მიიღოს არასრულწლოვანმა ინტერნეტიდან?

ვინარიანამსახიფათოინტერნეტთამაშებისრისკ-ჯგუფები?


ინტერნეტდამოკიდებულებასთან დაკავშირებული ფიზიკური ჩივილები და სამედიცინო პრობლემებია: თვალების სიმშრალე, ტკივილი ზურგისა და კისრის არეში, ძლიერი თავის ტკივილი, მაჯის არხის სინდრომი (ტკივილი და დაბუჟება ხელის ან მაჯის არეში), ძილის დარღვევები, კვებითი დარღვევები, წონაში მატება ან კლება. ინტერნეტზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია. იგი ნელ-ნელა აღმოფხვრის ინტერნეტის აკვიატებულად მოხმარებას და ცვლის აღქმას ინტერნეტის, სმარტფონების, კომპიუტერის გამოყენების შესახებ. თერაპია ეხმარება ადამიანს ისწავლოს დეპრესიასთან, შიშთან და სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული გზები. ასევე არსებობს ინტერნეტდამოკიდებულთა თვითდახმარების ჯგუფები, რომლებიც ერთად ცდილობენ ამ სენის დამარცხებას.


3 visualizzazioni0 commenti