Cerca
  • Iner Georgia

"მშობელთა სკოლა" თემა: "კანონი აბორტის შესახებ"

Aggiornamento: lug 14

იურისტი, ხვიჩა ტუკვაძე

რა არის აბორტი? აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად, კომისიური წესით.


აქვს თუ არა ექიმს უფლება, უარი მითხრას აბორტის ჩატარებაზე?

ექიმს უფლება აქვს უარი გითხრათ აბორტზე, თუ ის აბორტის წინააღმდეგია რელიგიური, ეთიკური ან სხვა მოსაზრების გამო. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაგამისამართოთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების სხვა მიმწოდებელთან.


ვინ იღებს აბორტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას?

აბორტის შესახებ ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ინფორმაციის მიღების შემდეგ საბოლოო გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება თქვენი პრეროგატივაა. თუმცა, კარგად დაფიქრდით:

* აბორტის გადაწყვეტილება ხომ არ გაქვთ მიღებული ოჯახის წევრის, პარტნიორის ან სხვა პირის ზეწოლის შედეგად?

* ორსულობა ხომ არ არის ძალადობის შედეგი?

* ხომ არ იკეთებთ აბორტს სქესის შერჩევის მიზნით?

* ხომ არ გესაჭიროებათ ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის დახმარება?


ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე (2014 წლის დებულება)

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტი) ჩატარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში.

2. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხორციელდება:

ა) ნებაყოფილებით (ქალის მოთხოვნის საფუძველზე) ორსულობის 12 კვირამდე (ჩათვლით);

ბ) სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შესაბამისად ორსულობის 12-დან 22 კვირამდე.

3. 12 კვირამდე (ჩათვლით) ვადის ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება - აბორტისწინა კონსულტაცია ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და გასაუბრებიდან სამედიცინო ჩარევამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ორსულობის მე-12 კვირაზე მიმართვისას, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ იწურება ლეგალური აბორტის ვადა, რაც განაპირობებს სერვისის მიწოდების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი პერიოდი შესაძლებელია შემცირდეს არანაკლებ 3 დღემდე.

4. სამედიცინო დაწესებულებაში ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევამდე და მის შემდეგ, უნდა განხორციელდეს ქალის კონსულტირება ოჯახის დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებით.

6 visualizzazioni0 commenti