Cerca
  • Lali Charkviani

მშობელთა სკოლა: "ჩაკეტილობა გარდატეხის ასაკში: ფესვები შორეულ ბავშვობაში".

"მშობელთა სკოლის" მორიგი შეხვედრა თემაზე "გარდატეხის ასაკის პრობლემები: ფსვები ადრეულ ბავშვობაში" საინტერესოდ და მშობელთა აქტიური ჩართულობით გაიმართა. მოზარდები ვითარდებიან სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ურთიერთობების კონტექსტში, რომლებიც, როგორც წესი, მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასთან ერთად იცვლება და თანდათანობით უფრო კომპლექსური ხდება. მზარდი სირთულეების ფონზე, მოზარდის უნარი, გაუმკლავდეს წინააღმდეგობებს, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზოგადად აღზრდის სტილზე, აღზრდის მეთოდებსა და დამოკიდებულებებზე, რომლებსაც მშობლები მიმართავენ. აღზრდაზე სხვადასხვა მიკრო და მაკრო ფაქტორებიც ახდენს გავლენას. პოლიტიკურმა,

სოციალურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მშობლობაზეც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. აღზრდის სტილი და პრაქტიკა, რომელსაც მოზარდთა მშობლები ირჩევენ, უცვლელი არ არის. გამომდინარე

გარემოდან, საჭიროებებიდან და თავად მოზარდებისგან, მათი მშობლები სხვადასხვა

სიტუაციაში მშობლობის სხვადასხვა სტილს მიმართავენ. ფსიქოლოგიაში დამტკიცებულია, რომ გრძელვადიან პერიოდში მოზარდებს თავადაც აწუხებთ საკუთარი იმპულსური ქმედებები. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ, როგორი საპასუხო რეაქცია ჰქონდეთ იმ ახალი რეალობის მიმართ, რომლის წინაშეც მოზარდობის პერიოდის დადგომასთან ერთად აღმოჩნდნენ.

მოზარდების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მათ აუცილებელია ჰქონდეთ მშობლების მხარდაჭერა. მშობლები, რომლებიც ზრუნავენ მოზარდების ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე, საგანგებოდ მიუთითებენ, რომ საჭიროა ბავშვის

ემოციურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება და პირველი რისკის ნიშნების შემჩნევისთანავე, რეაგირება. ყოვლად აუცილებელია მშობლების ჩართულობა განათლების საკითხებში. განათლება ის სფეროა, რომელიც მშობლის აქტიურ მონაწილეობასა და კონტროლს მოითხოვს. შვილის მხარდაჭერა და დახმარება, განათლების მიღების კუთხით, მშობლის ერთ- ერთ მოვალეობად მიიჩნევა.


2 visualizzazioni0 commenti