Cerca
  • Lali Charkviani

სტუმრად სპონსორები

INER Georgia -ს სტუმრად ეწვია დონორი ორგანიზაცია“ Aiuto alla Chiesa che Soffre (ACS)“, რომელიც ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია ჩვენი საქმიანობების, იზიარებს ჩვენს მიზნებს, რომელიც თანხვედრაშია მის მისიასთან და ღირებულებებთან: ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გამტკიცებით. მოკლედ გაგაცნობთ ორგანიზაციას, რომლის ისტორიაც 1947 წლიდან იწყებს ათვლას, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი გერმანელი უსახლკაროდ დარჩა, განსაკუთრებით სამღვდელოება. ამ კეთილშობილური ინიციატივის ავტორი გახლდათ მამა ვარენფრიდ ვან სტრაატენი, ბელგიელი. (Werenfried van Straaten) ამ დღიდან მოყოლებული ორგანიზაცია თავის მხარდაჭერას უცხადებდა დევნილ, დამცირებულ და სიღატაკეში მყოფ ქრისტიანებს. მისი ქველმოქმედება დიდი ხანია გაცდა ევროპის საზღვრებს და მსოფლიოს ყველა კონტინენტი და მრავალი ქვეყანა მოიცვა. უკვე წლებია ჩვენი ორგანიზაცია მის მხარდაჭერილ პროექტებს ახორციელებს და ასე უცხადებს თანადგომას გასაჭირში მყოფ ოჯახებს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ პროექტების წყალობით, ერთგვარად ვავრცელებთ იმ სულისკვეთებას და ღირებულებებს, რასაც ჩვენი დონორი ორგანიზაციები დასაბამში ისახავდნენ მიზნად. მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ დიდი შრომისთვის, რასაც ისინი იჩენენ ცალკეული ადამიანის მიმართ და ვუსურვოთ იმ იდეალების წარმატებით ხორცეშესხმა, რასაც ასე უანგაროდ ემსახურებიან.








4 visualizzazioni0 commenti